ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას შესახებ გავრცლებეული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტყუილი გამოდგა. იტალიურმა კლუბმა კატეგორიულად უარყო ვენესუელურ მედიაში გავრცელებული ჭორი.
ამ დროისთვის „იუვენტუსის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, დანიელე რუგანი რჩება, რომელსაც სიცხე არ აქვს დ ასიმპტომურია. ცნობა უარყო თავად პაულო დიბალამაც:
„ყველას მოგესალმებით. მინდა დავადასტურო, რომ კარგად ვარ და ნებაყოფლობით იზოლაციაში ვარ. ყველას მადლობას ვუხდი შეტყობინებებისთვის. იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ“, - დაწერა დიბალამ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ El Nacional-მა დიბალას დაინფიცირებაზე გაავრცელა ცნობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა Fake News-ი იყო.