ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასა და „ჩელსის“ ფეხბურთელ კალუმ ჰადსონ-ოდოის ინფიცირების დადასტურების შემდეგ, ინგლისის პრემიერლიგა შეწყდა.
როგორც პრემიერლიგის ვებგვერდი იტყობინება, მინიმუმ 3 აპრილამდე ჩემპიონატი შეჩერებულია. შემდგომ კი, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედებენ. პრემიერლიგის გარდა, ინგლისში ყველა სხვა პროფესიონალური საფეხბურთო ტურნირებიც შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში შექნილი საგანგებო მდგომარეობის გამო პრაქტიკულად ყველა საფეხბურთო თუ სპორტული ტურნირი შეჩერდა.