3 მარტს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობის დასაწყისში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს შეადგენდა, ამჟამად კი მისი ღირებულება 3.02 ლარს შეადგენს.
ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.