ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონი გაურკვეველი ვადით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება NBA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც „იუტა ჯაზის“ კალათბურთელე რუდი გობერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს „იუტა ჯაზს“ „ოკლაჰომასთან“ შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მატჩი დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიდო.
როგორც ამერიკული პრესა წერს, რუდი გობერის გარდა კორონავირუსი კიდე ერთ კალათბურთელს ემანუელ მუდიეისს დაუდასტურდა. წყაროს წნობით გობერი ჟურნალისტების მიკროფონებსა და ჩამწერებს შეეხო და ისე დაინფიცირდა.
აქვე გეტყვით, რომ „კლივლენდის“ „ნიუ იორკის“, „ბოსტონის“, „დეტროიტ პოსტონსისა“ და „ტორონტოს“ კალათბურთელები საკარანტინო პერიოდს გაივლიან, რადგან მათ ბოლო 10 დღის განმავლობაში „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ ითამაშეს.