2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში შესაძლოა 2021 წელს ჩატარდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფექციის გამო NBA-მ სეზონი შეაჩერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.