სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-ბელარუსის ნაკრებებს შორის საფეხბურთო შეხვედრა კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე გაიმართება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საქართველო-ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს 21:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.