ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, მადერიაში კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინსულტი გადაიტანა. 8 მარტს გამართული „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრის შემდეგ მირლემ პიანიჩმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღნიშნავენ ერთად გამარჯვებას რონალდუ და რუგანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.