ოფიციალურად: კორონავირუსის გამო

ოფიციალურად: კორონავირუსის გამო "სიტი" - "არსენალის" შეხვედრა გადაიდო

ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ „ქალაქელთა“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

როგორც „სიტის“ განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა თამაშის გადადება ურჩიეს და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება. ამის მიზეზი კი პირეოსოს „ოლიმპიაკოსისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ მფლობელი ევანგელოს მარინაკისი გახდა, რომელმაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, მარინაკისს „ოლიმპიაკოსი“ – „არსენალის“ მატჩში ლონდონური გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტი ჰქონდა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ევანგელოს მარინაკისს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო როდის გაიმართება გადადებული შეხვედრა ჯერჯერობით ცნობილი არაა.