იტალიის ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, იტალიაში სპორტის ყველა სახეობა 3 აპრილამდე გადაიდება. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
რამდენიმე სერია ა-ს მატჩი ჩატარდა დახურულ კარს მიღმა იტალიაში მათ შორის იყო „ინტერი“-„იუვენტუსის“ შეხვედრა, რომელიც 8 მარტს გაიმართა და ტურინულმა გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა, თუმცა კორონავირუსის გამო, შეზღუდვა სერია ა-ზეც იმოქმედებს, - წერს გამოცემა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში.