გუშინ მუსიკალურმა ჟურნალებმა „Mojo” და „Paste” მიმდინარე წლის საუკეთესო ალბომების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს.
ორივე ჟურნალის ფავორიტი, მომღერალი ფრენკ ოუშენის დისკი „Channel Orange” აღმოჩნდა. ეს ნამუშევარი „Mojo”-მ მეორე ადგილზე დააყენა, „Paste”-მ კი პირველ პოზიციაზე გაიყვანა.
25 წლის მუსიკოსის სადებიუტო ნამუშევარი მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ მუქკანიანმა ოუშენმა სკანდალური პოპულარობაც მოიხვეჭა, როდესაც ერთ - ერთ პრესკონფერენციაზე საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
გამოცემამ „Mojo” 2012 წლის საუკეთესო ალბომად ჯგუფი „The White Stripes”-ის ყოფილი ლიდერის, ჯეკ უაიტის პირველი სოლო დისკი „Blunderbuss” აღიარა.
„Mojo”-ს მიერ დასახელებული საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
ჯეკ უაიტი - „Blunderbuss”
ფრენკ ოუშენი - „Channel Orange”
ბილ ფეი - „Life is People”
ლეონარდ კოენი - „Old Ideas”
Dexys Midnight Runners – “One Day I’m Going To Soar”
Black Keys – “El Camino”
Django Django – “Django Django”
დოქტორ ჯონი - „Locked Down”
ჯულია ჰოლტერი - „Ekstasis”
ბობ დილანი - „Tempest”
ჟურნალი „Paste”-ს პირველი ათეული კი შემდეგია
ფრენკ ოუშენი - „Channel Orange”
Father John Misty – “Fear Fun”
Titus Andronicus –“Local Business”
ფიონა ეპლი - “The Idler Wheel is Wiser Than the Driver of the Screw and Whipping Cords Will Serve You More Than Ropes Will Ever Do”
შერონ ვან ეტენი - Tramp”
Alabama Shakes – “Boys and Girls”
Dirty Projectors – “Swing Lo Magellan”
Japandroids – “Celebration Rock”
Beach House – “Bloom”
First Aid Kit – “The Lion’s Roar”