ბითაძის

ბითაძის "ინდიანამ" "დალასს" მოუგო

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" გასვლაზე "დალას მავერიკსს" 112:109 მოუგო. გოგამ პარკეტზე მხოლოდ ორი წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს ერთი მოხსნა შესძინა. ბითაძეს ფარში არც ერთხელ არ უსვრია.

მატჩში გადამაწყვეტი ბოლო წუთები აღმოჩნდა, "დალასი" 109:104-ს იგებდა, ინდიანაპოლისელებმა ზედიზედ რვა ქულა ისე ჩააგდეს, რომ საკუთარ კალათში არც ერთი არ მიუღიათ.

მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა (10 მოხსნა და 8 პასი). "ინდიანაში" საბონისი 20 ქულით, 17 მოხსნით და 6 პასით გამოირჩა.

"ინდიანა" 39 მოგებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.