ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელსაც პარაგვაში ყალბი საბუთების გამოყენებას ედავებიან, ციხეში გადაიყვანეს. ჟურნალისტი ერნან როდრიგესი Twitter-ზე რონალდინიოს ციხეში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
39 წლის ექს-ფეხბურთელს და მის ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც შესაძლოა 6 თვეს გაგრძელდეს. რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში 4 მარტს ჩავიდნენ. ისინი პოლიციამ სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავა, როდესაც სამართალდამცველებმა ძმების ნივთებს შორის ყალბი პასპორტები აღმოაჩინეს.