დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ტომას კალენბერგს კორონავირუსი დაუდასტურდა. 36 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდებში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამში კალენბერგი ყოფილ თანაგუნდელ კრისტიან პოულსენს შეხვდა, რომელიც ამჟამად „აიაქსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. პოულსენთან ერთად 13 მარტამდე კარანტინში ამსტერდამელთა კიდევ ორი წევრი მოათავსეს.

თავად კალნებერგის ჯანმრთელობის მდგომაროება ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მასთან კონტაქტი 13 ადამიანს ჰქონდა და კარანტინში მოათავსეს, მათ შორის „ბრონდბიუს“ სამი ფეხბურთელი (მარტინ ორნსკოვი, კასპერ იორგენსენი და პატრიკ და სილვა).

კალენბერგმა 2003-2014 წლებში დანიის ნაკრებში 47 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში „ევიენის“, „ვოლფსბურგის“, „ოსერისა“ და „ბრონდბიუს“ ღირსებას იცავდა.