დევისის თასის გათამაშება დაიწყო. მზიურის კორტებზე ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს და საქართველოსა და ესტონეთს შორის ანგარიში თანაბარია - 1:1. პირველი შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ვლადიმირ ივანოვს შორის შედგა.
მსოფლიოს 27-ე ნომერმა კი მეტოქის დამარცხება ორ სეტში 6:4, 6:1 სძლია. ალექსანდრე მეტრეველი კი კრისტიან ტამთან 3-სეტიან დაპირისპირებაში 4:6, 6:4, 3:6 დამარცხდა. ქართულ-ესტონური დაპირისპირება 7 მარტს წყვილთა შეხვედრით გაგრძელდება გაგრძელდება, შემდეგ კი ერთეულთა კიდევ 2 თამაში ჩატარდება: ბასილაშვილი ტამს გაეჯიბრება, მეტრეველი – ივანოვს.
შეგახსენებთ, ეს შეხვედრები დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს ეგიდით ტარდება და მასში გამარჯვებული I ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვდება.