ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ პარაგვაის ტერიტორიაზე შესასვლელად ყალბი პასპორტი გამოიყენა. ამის შესახებ ABC Color-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, სასტუმროს ნომერში, სადაც ფეხბურთებული იმყოფებოდა, ჩხრეკა ჩატარდა.
სამართალდამცველებმა ნომერში რონალდინიოს, მისი ძმისა და აგენტის ყალბი პასპორტები იპოვეს. ეჭვმიტანილები ამ დრომდე სასტუმროში იმყოფებიან. მათი დაკავების ბრძანება ჯერ არ გაცემულა. ისინი პოლიციას ჩვენებას, სავარაუდოდ, დღეს მისცემენ.