პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ვიზიტს ირლანდიაში სახალისო მომენტების გარეშე არ ჩაუვლია. Guinness Storehouse-ის საღამოზე სტუმრობის დროს, კემბრიჯის ჰერცოგმა შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და ადგილზე მყოფ საზოგადოებას ჰკითხა, ხომ არ არის სიტუაცია მედიასაშუალებების მიერ იმაზე ტრაგიკულად წარმოჩენილი, ვიდრე არის?!
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 51 შემთხვევაა დაფიქსირებული, ირლანდიაში კი, სადაც წყვილი ამჟამად იმყოფება - 2.
გარდა ამისა, პრინცმა საკუთარ თავზეც იხუმრა, "მე და ქეითი კორონავირუსს ვავრცელებთ, თვალი ამაზე გვიჭირავს, ასე რომ, გვითხარით თუ აუცილებელია რომ გავჩერდეთ, " - აღნიშნა მან იუმორით.