კიმ კარდაშიანს შავკანიანთა უპატივცემულობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ

კიმ კარდაშიანს შავკანიანთა უპატივცემულობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ

კიმ კარდაშიანის უახლესი კადრები ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. ამჯერად სატელევიზიო შოუს ცნობილი ვარსკვლავი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს კულტურული უპატივცემულობის გამო, რისი მიზეზიც არც მეტი, არც ნაკლები უწყინარი კადრი გახდა.

საქმე იმაშია, რომ ლამაზმანმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც წვრილად დაწნული ქერა თმით პოზირებს, რაც შავკანიანთა იმიჯის კოპირებად და არასწორ ინტერპრეტაციად მიიჩნია.

"შენ შავი არ ხარ!," - სწორედ ასეთი კომენტარებით გაანებივრეს ვარსკვლავი, რომელსაც თავადაც შავკანიანი მეუღლე და შვილები ჰყავს.