კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველ შვილს ელოდებიან

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველ შვილს ელოდებიან

როგორც იცით, 34 წლის მომღერალი კეტი ფერი და 42 წლის მსახიობი ორლანდო ბლუმი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან.

წყვილს შორის იყო მცირედი გაუგებრობა, პატარა კონფლიქტი, როდესაც 2017 წლის თებერვალში ოქროს გლობუსის შემდგომ გამართულ წვეულებაზე ორივემ განაცხადა ურთიერთობის დასრულების შესახებ, თუმცა ისინი პრობლემებს მარტივად აგვარებდნენ და წყვილის სტატუსს დღემდე პატიოსნად ინარჩუნებენ.

ქეითი და ორლანდო გასულ წელს, ვალენტინობის დღეს დაინიშნნენ.

ამჯერად კეტი და ორლანდო პირველ შვილს ელოდებიან. მომღერალმა სიახლე ახალი ვიდეო კლიპის საშუალებით გაავრცელა.