კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე იტალიაში ალბერ კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვები გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში „შავი ჭირი“ გაყიდვების რეიტინგში 71-ე ადგილიდან მე-3 ადგილზე გადავიდა.
ალბერ კამიუს ნაწარმოები „შავი ჭირი“ 1947 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია ალჟირში ქალაქ ორანის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც გარე სამყაროსგან მოკვეთილია შავი ჭირის ეპიდემიის დროს.