ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა, რომელიც 8 აპრილს უნდა შემდგარიყო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გადაიდო.
„გლობალური კინობაზრის სიღრმისეული შეფასების შედეგად გადაწყდა, რომ No Time to Die-ის („სიკვდილის დრო არ არის“) პრემიერა 2020 წლის ნოემბრამდე გადაიდება“, - ნათქვამია ფილმის პროდიუსერების განცხადებაში.
ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ფილმის სახელწოდებაა „სიკვდილის დრო არ არის“. ბრიტანელი სპეცაგენტის როლს უკვე მეხუთედ დენიელ კრეიგი, ხოლო მთავარ ბოროტ პერსონაჟს რამი მალეკი თამაშობს.
ფილმის რეჟისორი კერი ფუკუნაგაა, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოში დენი ბოილი შეცვალა.