საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) პრეზიდენტის, ნატალი ბუა დე ლა ტურის განცხადებით, უახლოეს მატჩებში ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ.
Eurosport-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილებამ LFP-მ საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღო.
„ვიმოქმედებთ ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვინაიდან ჩვენ ვალდებულები ვართ, სხვებს მაგალითი მივცეთ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მატჩამდე ხელის ჩამორთმევა არ იქნება. მთავარია, საქმე მატჩების გადადებამდე არ მივიდეს, თუმცა პრეფექტებმა, კლუბებმა და ლიგამ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილონ“, - განაცხადა ნატალი ბუა დე ლა ტურმა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.