გამოცემა „The Boombox”-ის ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ბეიონსემ ახალი პროფესია აითვისა.
ცოტა ხნის წინ მუსიკოსი კინორეჟისორად მოგვევლინა და საკუთარი ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სურათი გადაიღო.
ამ ფილმის პრემიერა 2013 წლის 16 თებერვალს, ტელეკომპანია HBO-ს ეთერში გაიმართება.
ამჟამად მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობს. ის დღის სინათლეს მომავალი წლის შემოდგომაზე იხილავს.
საინტერესოა, რომ ბეიონსეს საკუთარი შესაძლებლობები მსახიობის ამპლუაშიც უნდა მოესინჯა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ცნობილმა მსახიობმა და ამავდროულად რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა მომღერალი ქალი თავის ახალ კინოფილმში სათამაშოდ მიიწვია.
სურათის „ვარსკვლავის დაბადება“ გადაღება ნოემბერში დაიწყო, მაგრამ ბეიონსემ ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.