კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ელიზაბედ მეორემ დაჯილდოების ცერემონია ხელთათმანებით ჩაატარა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ელიზაბედ მეორემ დაჯილდოების ცერემონია ხელთათმანებით ჩაატარა

პირველად ათწლეულების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბედ მეორემ დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია ხელთათმანებით ჩაატარა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, დედოფლის კანცელარიაში არ დაუზუსტებიათ, უკავშირდებოდა თუ არა ეს ფაქტი კორონავირუსით ინფიცირების პრევენციას. სამეფო ოჯახის შესახებ გამოცემის რედაქტორი ჯო ლითლი, ამბობს, რომ დედოფლის მხრიდან ეს გონივრული ნაბიჯი იყო.

„დედოფალი ისეთ ასაკშია, როდესაც ადამიანი მსგავსი ვირუსებისადმი დაუცველია. შეიძლებოდა ცერემონიის გაუქმება, თუმცა დედოფალს სურს, ყველაფერი ჩეულებრივი დღის წესრიგით ხდებოდეს“, - აღნიშნა მან.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.