დევისის თასზე მეორე მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში საქართველო ესტონეთს დაუპირისპირდება. ჩვენს ნაკრებს გუნდი ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეყოლება.
დაპირისპირება თბილისში გაიმართება და საქართველო ფავორიტია. ბასილაშვილთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებას ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკსში, და ზურა ტყემალაძე დაიცავენ.
ესტონელთა პირველი ნომერი კრისტიან ტამი მსოფლიო რეიტინგში 727-ე ნომერი დანარჩენი ჩოგბურთელები მასზე უკან არიან ან ზოგს რეიტინგი არც აქვს.
საქართელო ესტონეთის წილისყრა 5 მარტს გაიმართება. ხოლო უშუალოდ შეხვედრები 6-7 მარტს ჩატარდება.