ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური მატჩი შესაძლოა უმაყურებლოდ გაიმართოს. ფრანგული მედიის ცნობით, კორონავირუსის გამო უეფა არ გამორიცხავს, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონი“ და „პარი სენ ჟერმენი“ – „დორტმუნდი“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარონ.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მატჩები გადაიდოს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდემიურ სიტუაციას. ამ მომენტში თამაშის გაუქმება გამორიცხულია, მაგრამ მივყვებით გადაწყვეტილებებს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში იღებენ“, - აღნიშნა შეფერინმა.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ უეფას მოუწოდა, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ საპასუხო მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გადაიტანონ. ჯერჯერობით უეფას ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.