„იუვენტუსის“ შემტევმა, გონსალო იგუაინმა, კარიერა, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს - წერს Marca.
ამ ზაფხულს, 32 წლის თავდამსხმელს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თუ არ გააგრძელა, თავისუფალი აგენტი გახდება.
გამოცემის მტკიცებით, იგუაინით ბილბაოს „ატლეტიკი“ ყოფილა დაინტერესებული. მართალია, გონსალო არგენტინელია მაგრამ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის პირობებს აკმაყოფილებს. მოგეხსენებათ, „ატლეტიკი“ მხოლოდ ბასკ მოთამაშეებზეა ორიენტირებული. იგუაინის დიდი ბაბუა კი ბასკი ყოფილა, რომელიც ემიგრაციაში წასულა არგენტინაში. თავად გონსალო საფრანგეთში დაიბადა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ის „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს. მანამდე „რივერ პლეიტში,“ „რეალსა“ და „ნაპოლში,“ იჯარით კი „მილანსა“ და „ჩელსიში“ ირჯებოდა.