ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, კორონავირუსის შესახებ გამოთქვა თავისი აზრი.
„არ არის საჭირო პანიკა. სიფრთხილე უნდა დავიცვათ და მთავრობასთან ვითანამშრომლოთ. ფეხბურთი კი კარგი წამალი შეიძლება აღმოჩნდეს ამ დაავადებისგან.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ესპანური Marca.
ადრე ინფანტინო კორონავირუსის მიზეზით გარკვეული მატჩების გადადებაზე საუბრობდა. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ეს ვირუსი პროფესიონალ ფეხბურთელს შეეყარა. გვარი არ სახელდებოდა, თუმცა გაცხადდა, რომ ის სიენას პროვინციიდან იყო.