რუსი მსახიობი აგვისტოს ომის შესახებ რუსეთში გადაღებულ ფილმში მონაწილეობას ნანობს

რუსი მსახიობი აგვისტოს ომის შესახებ რუსეთში გადაღებულ ფილმში მონაწილეობას ნანობს

რუსი მსახიობი, ანატოლი ბელი ნანობს, რომ მონაწილეობა მიიღო აგვისტოს ომის შესახებ რუსულ ფილმში „აგვისტო. რვა“, - ამის შესახებ მსახიობმა ტელეარხ RTVI-ს ეთერში განაცხადა.

„ვნანობ, იმ ფილმში მონაწილეობა რომ მივიღე. იმ მომენტისთვის ჩემი პოლიტიკური სიბრმავე და უცოდინარობა იყო მიზეზი. საერთოდ არ მესმოდა თუ რა ხდებოდა. აბსოლუტურად ინფანტილური პოლიტიკური ადამიანი ვიყავი და ეს ცუდად შემომიბრუნდა“, - განაცხადა მსახიობმა.

მისივი თქმით, ის შავ სიაშია, რის გამოც საქართველოში რამდენიმე წლის წინ არ შეუშვეს.

ფილმი „აგვისტო. რვა“ რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც 2008 წლის ომის შესახებ რუსეთის პოზიციას ასახავს.