მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც XXI საუკუნეში „ელ კლასიკოში“ გაიტანა.
ბრაზილიელმა „ბარსელონასთან“ მატჩის 71-ე წუთზე გამოიჩინა თავი, 19 წლისა და 233 დღის ასაკში.
ვინისიუსმა ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2007 წლის 10 მარტს, „კამპ ნოუზე“ „ელ კლასიკოში“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მაშინ არგენტინელი 19 წლისა და 259 დღის გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ 2:0 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა.