ბელგიურმა მედიამ იმ მცირე კონფლიქტის თაობაზე დაწერა, რომელიც "გენტისა" და "რომას" შეხვედრის შემდეგ მოხდა. როგორც მოგეხსენებათ, "გენტმა" შინ ფრედ ითამაშა იტალიურ გრანდთან და ვინაიდან პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდა, ასპარეზობას გამოეთიშა.
როგორც ბელგიური მედია, მაგალითად hnl.be-იტყობინება, გაუგებრობის მიზეზი გახლდათ ის, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ "გენტის" სათადარიგო მეკარე კოლინ კოსემანსი ქვილითაიას დაეჯახა.
კოსემანსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სახალისო პოსტი, რომლიდანაც ჩანს, რომ გაუგებრობა ამოწურულია. ის კი არა, ფეხბურთელებმა ერთმანეთში სახუმარო დიალოგიც კი გამართეს.
"რომასთან" მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიელთა დამრიგებემა იეს თორუპმა თქვა, მომხდარის თაობაზე არაფერი ვიცოდი და ორივე მოთამაშესთან საფუძვლიან გასაუბრებას ვგეგმავო.