აფხაზების წარმომადგენელი უეფას შტაბბინაში!.. კმაყოფილები ვართ, გვაქვს კარგი შანსი და ველოდებით დადებით პასუხს!..

აფხაზების წარმომადგენელი უეფას შტაბბინაში!.. კმაყოფილები ვართ, გვაქვს კარგი შანსი და ველოდებით დადებით პასუხს!..

27 თებერვალს საერთაშორისო ასოციაცია "ტავრიდას" ადმინისტრაციული საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ მოლოხოვი შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბბინას ეწვია. ვიზიტის დროს მოლოხოვმა უეფას თანამშრომლებს გადასცა აფხაზეთისა და ყირიმის საფეხბურთო საზოგადოების თხოვნა, დაამყარონ ურთიერთობა მათთან ბავშვთა ფეხბურთის არაკომერციული ორგანიზაციების დონეზე. ამის თაობაზე განაცხადა საერთაშორისო საფეხბურთო აგენტმა თემურ ხინტუბამ:

"არაერთი წელია, უეფასთან ურთიერთობის დამყარებას ვცდილობთ. რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ იმაზე, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არიან, სწორედ ჩვენი დღევანდელი სტატუსი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მონაწილეობა მივიღოთ უეფას მიერ ორგანიზებულ თამაშებში. ბოლო დროს ჩვენი მეგობრები მოსკოვიდან, ორგანიზაცია "ტავრიდას" იურისტები, გვეხმარებიან იმაში, რომ უეფამ დაიწყოს დაკონტაქტები აფხაზეთთან და ყირიმთან.

ევროპაში ამის არაერთი პრეცენდენტია, მათ შორის, გიბრალტარი, კოსოვო... ჩვენ მათ დაგვარწმუნეს, რომ შეგვიძლია გვქონდეს კონტაქტები და უეფას დახმარების იმედი. ჩვენ ვიცით, რომ რთულია ეს ყველაფერი და ერთ საათში არავინ მიგვიღებს უეფას წევრად, მაგრამ გვინდა, განსაკუთრებული სტატუსის პრეტენდენტები მაინც ვიყოთ. შეხვედრამ კარგად ჩაიარა და ჩვენ მათგან მივიღეთ პახუხი... ჩატარებულია სამუშაო და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს... პასუხი ახლო მომავალში გვეცოდინება და ვიმედოვნებთ, ეს პასუხი იქნება დადებითი", - განაცხადა ხინტუბამ.