ჯეკი ჩანი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს

ჯეკი ჩანი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს

პოპულარული ჩინელი მსახიობი და რეჟისორი ჯეკი ჩანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი კორონავირუსის რისკის გამო კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.

ჯეკი ჩანმა აღნიშნა, რომ იგი თავს ჯანმრთელად და უსაფრთხოდ გრძნობს. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ ჩემზე წუხდით. ძალიან ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. კარანტინში მოთავსებული არ ვარ. ბევრი შეტყობინება მივიღე მეგობრებისგან. მეკითხებოდნენ თუ როგორ ვარ. თქვენი სიყვარული ძალიან მითბობს გულს“, - განაცხადა მსახიობმა.