ჯონი დეპისა და მისი ყოფილი მეუღლის - ემბერ ჰერდის დავა სასამართლოში კვლავ გრძელდება. მაშინ, როცა გასულ წელს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰოლუვუდელმა ლამაზმანმა დეპი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რამდენიმე კვირის წინ მოვლენები სრულიად სხვა კუთხით განვითარდა და ამჯერად თავად ჰერდს დაედო ბრალი იმავე ქმედებაში, რაც აუდიოჩანაწერითაც დასტურდება.
თუმცაღა, რამდენიმე საათის წინ სასამართლომ გაასაჯაროვა დეპის 2013 წლის მიმოწერა, რომელშიც ის ჰერდისადმი მუქარის შემცველ წერილს საკუთარ მეგობარს - პოლ ბეტანის სწერს.
"დავწვათ ემბერი," - იკითხება შეტყობინებაში, რომელმაც დავის სასწორი კვლავ ლამაზმანის მხარეს გადაწონა.