გრიზმანი:

გრიზმანი: "ზოგჯერ თანაგუნდელები ჩემს მოძრაობებს ვერ ხედავენ"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როდესაც თანაგუნდელები მის მოძრაობებს ვერ ხედავენ.

„თანაგუნდელებთან შეთამაშება? ჩემი თამაშისთვის მუშაობა მჭირდება. გუნდს სჭირდება ჩემი დახმარება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. ზოგჯერ თანაგუნდელები ჩემს მოძრაობებს ამჩნევენ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ხედავენ“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 35 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.