ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი თავისი გუნდის თამაშით ფრანგულ „ლიონთან“ (0:1) უკმაყოფილო დარჩა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის „იუვეს“ სისწრაფეები აკლდა.
„წაგების მთავარი მიზეზი ბურთის ძალიან ნელი მოძრაობაა. ვერ შევძელით იმის გაკეთება, რასაც ვარჯიშებზე ვახერხებთ, ბურთით სწრაფად მანევრირება და ეს უცნაურია. ამის გარეშე კი ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია. გვიჭირდა უბურთოთ მოძრაობაც და არ გვქონდა აგრესია.
გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც მოედანზე 10 ფეხბურთელით ვიყავით, რადგან დე ლიხტი მკურნალობდა. მეორე ტაიმი აშკარად უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგისთვის ძალიან ცოტაა.
პენალტი? იტალიაში დიბალას მომენტშიც და რონალდუს მომენტშიც პენალტი იქნებოდა, მაგრამ ევროპაში სხვა სტანდარტები აქვთ და ამას უნდა შევეგუოთ. წინ კიდევ მეორე თამაშია და საბედნიეროდ 90 წუთი გვაქვს“, - განაცხადა სარიმ.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მეორე შეხვედრა 17 მარტს იტალიაში შედგება.