მიუნხენის „ბაიერნმა“ საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი მოისაკლისა. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, პოლონელმა თავდამსხმელმა „ჩელსისთან“ მატჩი მუხლი დაიზიანა.
ლევანდოვსკი 10 დღეში სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს, ხოლო უქმობა სავარაუდოდ 4 კვირის განმავლობაში მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 33 შეხვედრაში 39 გოლი აქვს გატანილი.