სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი კანადაში გადასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში.
თავის პირველ საჯარო ღონისძიებაზე მან მოითხოვა, რომ მას სამეფო ტიტულის გარეშე მიმართონ. აღსანიშნავია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ სამეფო ტიტულს ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში დაკარგავენ.
„მან ნათლად გაგვაგებინა, რომ მას უბრალოდ ჰარითი უნდა მივმართოთ“, - განაცხადა ღონისძიების წამყვანმა აიიკა აზარიკმა.
პრინცმა ჰარიმ მონაწილეობა მიიღო ედინბურგში Travalyst-ის ინიციატივის ფარგლებში გამართულ ფორუმზე.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ეკოლოგიური ტურიზმისთვის ხელშეწყობა ხდება. ინიციატივის მიზანია ბუნების შენარჩუნება იმ ადგილებში, რომლებსაც ტურისტები ნახულობენ.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.