რამდენიმე დღის წინ, პოპულარული ახალგაზრდა მომღერალი ჯასტინ ბიბერი ისტორიულ სამშობლოში დააფასეს.
კანადის პრემიერ - მინისტრმა სტივენ ჰარპერმა ჭაბუკს განსაკუთრებული მედალი გადასცა. ეს რელიქვია ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლის სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვეს.
მიმდინარე წელს ამ საპატიო მედალიონის მფლობელი 60 ათასი კანადელი გახდა. მათ ჯილდო ქვეყნის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის გადაეცათ.
კანადის პირველი პირი მომღერალს ორი დღის წინ, ქალაქ ოტავაში შეხვდა.
კანადური მას - მედიის ცნობით, მომღერალი და პრემიერ - მინისტრი შეხვედრისას ძირითადად ჰოკეიზე და მაგიდის ჩოგბურთზე საუბრობდნენ. განშორების წინ ბიბერმა თანამემამულე პოლიტიკოსი თავის უახლოეს კონცერტზე დაპატიჟა, ჰარპერმა კი ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ მიიპატიჟა.