ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ამოვიდა

ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ამოვიდა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ხარობს. დარჩეს თუ არა პალმა ჭადარზე, ეს ხეების პასპორტიზაციის ჩატარების შემდეგ გადაწყდება, - უთხრა „ლაივპრესს“ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ.

„ახლა ვიწყებთ ხელახალ პასპორტიზაციას. მოგეხსენებათ, რომ ჭადრების ხეივანი არის ძირითადად, უკვე გამოფიტული, ფაუტიანი ხეები და ახლა მუშაობს ბოტანიკოსების, დენდროლოგების და აგრონომებისგან შემდგარი კომისია, რომლის წევრები შეისწავლიან, რომელს სჭირდება გადაბელვა და რომელს ამოღება, გასხვლა - ფორმირება. საბოლოოდ კომისია გვეტყვის რა ვუყოთ ამ პალმას, დარჩეს თუ მოვჭრათ“, - ამბობს ზვიად ქარჩავა.

მისივე ცნობით, ძველი ხეებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხდება ფუღუროების ამოვსება ცემენტის და წებოს ნაზავით.

"ლაივპრესმა" 6 თებერვალს დაწერა, რომ ბაღში წვიმის შედეგად გუბეები დგება, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ წვიმის დროს ბაღის ცალკეულ ტერიტორიაზე წყლის გუბეების დადგომა მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზი არ არის და არაფერია გამოსასწორებელი.

განახლებული ბოტანიკური ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

trampi გაგრაშიც ასეა
1 თვის უკან