მაღალი ტემპერატურის მქონე ირანის მოქალაქეები სარფის საბაჟოდან შემოსვლას ცდილობდნენ!

მაღალი ტემპერატურის მქონე ირანის მოქალაქეები სარფის საბაჟოდან შემოსვლას ცდილობდნენ!

სარფის საბაჟოზე ირანის ორ მოქალაქეს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და უკანვე თურქეთში გააბრუნეს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარაში საეჭვო კლინიკური ნიშნით არავინ იმყოფება, სამედიცინო პერსონალი კი სარფის საბაჟოსა და აეროპორტში მგზავრებს ინტენსიურად ამოწმებენ.

„ამ ეტაპზე არ გვყავს საეჭვო კლინიკური ნიშნით არც ერთი პაციენტი აჭარაში. ამ შემთხვევის გამოვლენა პრინციპში პროგნოზირებული იყო და ველოდებოდით, რომ ამხელა მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან რაღაც ეტაპზე, საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. რაც შეეხება საზღვარს, მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც აეროპორტში, ისევე სარფში. სამედიცინო პერსონალი ყველა საეჭვო ჩივილებით მგზავრებს ამოწმებს. თუ გამოვლინდება საეჭვო შემთხვევა, მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. რამდენიმე პირს ჰქონდა გადმოსვლის მცდელობა, თუმცა ისინი უკანვე გააბრუნეს. როგორც ვიცი, ირანის ორი მოქალაქე იყო მათ სიცხე ჰქონდათ“, – განაცხადა ნიჟარაძემ.