იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო „ბარსელონასთან“ საშინაო ფრის (1:1) მიუხედავად ოპტიმისტურადაა განწყობილი. რინოს განცხადებით, მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია.
„შემდეგ ეტაპზე გასვლა? „ნაპოლი“ არ არის პატარა გუნდი, ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. „ბარსელონას“ უფრო ბევრი რამ აქვს, მაგრამ ისე თუ ვითამაშებთ, როგორც ვიცით, შანსი გვექნება, ყველაფერი ღიაა. ამ მომენტში „ტორინოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დაკარგული არაფერია. ვიდალის და ბუსკეტსის არყოფნა არაფერს ცვლის, ითამაშებს არტური და შეუძლიათ კანტერადან ნიჭიერი მოთამაშეების დამატება.
„ბარსასთან“ შეცდომის დაშვება არ შეიძლება, კარგად ვითამაშეთ, შეგვეძლო უკეთესადაც, მაგრამ მხოლოდ ეს გამოგვივიდა. ცოტა იმედგაცრუებული ვარ შეტევების დაწყების კუთხით, მაგრამ როდესაც მეტოქეს ელოდები, ცოტა დამღლელია. გაშვებული გოლის დროს შეცდომა მარიო რუისგან დაიწყო. ამ მომენტის გარდა მათ კარში არ დავარტყმევინეთ და ერთი დღეც რომ გვეთამაშა, ასე იქნებოდა. ერთადერთი მომენტის გამო დავისაჯეთ“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ – „ნაპოლის“ საპასუხო მატჩი 18 მარტს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.