ფლიკი:

ფლიკი: "მთელმა გუნდმა დიდი კონცენტრაციით ითამაშა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი „ჩელსისთან“ (3:0) მატჩით კმაყოფილი დარჩა და მთელი გუნდი გამოარჩია.

„მიულერი? მან ზუსტად ის გააკეთა, რაც დღეს გვჭირდებოდა. კარგად გამოიყენა სივრცეები, კარგად ითამაშა ხაზებს შორის. უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან კონცენტრირებული თამაში მთელი გუნდის შესრულებით და ძალიან ბედნიერი ვარ. ლევანდოვსკი? არასდროს შემპარვია ეჭვი მის ბომბარდირულ თვისებებში“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და „ჩელსის“ საპასუხო შეხვედრა 18 მარტს, მიუნხენში გაიმართება.