მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად.
ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა. მას ხუთი შვილი, თორმეტი შვილიშვილი, თექვსმეტი შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილთაშვილი დარჩა.