ინგლისში ქირურგებმა მარჯვენა მუხლის სახსრის პროთეზი პაციენტს შეცდომით მარცხენა ფეხზე დაუყენეს

ინგლისში ქირურგებმა მარჯვენა მუხლის სახსრის პროთეზი პაციენტს შეცდომით მარცხენა ფეხზე დაუყენეს

ინგლისის ქალქ მაკლსფილდში ქირურგებმა პაციენტს მარცხენა ფეხზე მარჯვენა ფეხისთვის განკუთვნილი მუხლის სახსრის პროთეზი დაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.

„მარცხენა ფეხზე გატანილი პირველი ოპერაციის შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ოპერაციამ ცუდად ჩაიარა, თუმცა ექიმები მარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო“, - ამბობს 74 წლის ბარბარა ბარნსი.

ექიმების შეცდომის გამო ბარბარა ბარნსს რამდენიმე თვის განმავლობაში ტკივილი აწუხებდა. განმეორებითი გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ექიმებმა შეცდომით პროთეზების ყუთიდან მარჯვენა ფეხისთვის განკუთვნილი პროთეზი აიღეს. ამის შემდეგ ქალს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

„როდესაც გავიგე, რომ მარცხენა ფეხში მარჯვენა ფეხისთვის განკუთვნილი პროთეზი მქონდა, შოკირებული ვიყავი. როდესაც სერიოზულ ოპერაციაზე მიდიხარ, ვერც კი წარმოიდგენ, რომ შეიძლება ასეთი შეცდომა მოხდეს“, - ამბობს ბარბარა ბარნსი.

გამოძიების შედეგად სამართალდამცველებმა იმპლანტების შენახვის სისტემაში დარღვევები აღმოაჩინეს და მას შემდეგ მარჯვენა და მარცხენა კიდურების იმპლანტები სხვადასხვა ფერის ყუთებში ინახება. ბარბარა ბარნსი სასამართლოს გზით კომპენსაციის მიღებისთვის იბრძვის.