ესპანელმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ იმ ქალებს, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მიყენებული ტკივილისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Europa Press ავრცელებს.
პლასიდო დომინგომ ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს თავის ქმედებებზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გაჟღერდა.
„ახლა მესმის, რომ ამ ქალებისაგან ზოგიერთებს შესაძლოა ეშინოდათ გულწრფელი ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ, ვინაიდან ნერვიულობდნენ, რომ ეს გავლენას მოახდენდა მათ კარიერაზე“, - განაცხადა პლასიდო დომინგომ.
ლეგენდარული მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოს დასაწყისში დაადანაშაულეს.9 ქალი ამტკიცებდა, რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. მოგვიანებით დომინგო სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ქალმა დაადანაშაულა.