ცოცხალი თავით არ ეშვება ინგლისელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ჟასმინ ლენარდი კრიშტიანუ რონალდუს, რომელსაც აგერ უკვე მესამე თვეა ნაპოლეონის არმიასებრ სრული ძალებით უტევს და მიუხედავად იმისა, რომ მოსაყოლი ბევრი არაფერი აქვს, მისმა ჭორთმოყვარეობამ კრიშტიანუ გვარიანად გააბრაზა.
ჟასმინი შეუერთდა ცნობილ ქალთა მიერ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ წამოწყებულ ერთგვარ ანტი-კამპანიას და როდესაც კი ამის საშუალება მიეცემა აცხადებს, რომ რონალდუ გარდა იმისა რომ უნამუსო, გადამგდები და ნაძირალაა, იგი სექსში მანიაკალური გადახრებითაც გამოირჩევა და ამის გამო ბევრ ქალს უმწარებს სულს.
სხვათა შორის პორტუგალიელი ფეხბურთელი არ უარყოფს, რომ რამდენჯერმე ჟასმინთან სექსი ნამდვილად ქონდა, თუმცა ფიცი-მტკიცით იძახის, რომ არანიარი სადო-მაზოხიზმი და მანიაკალური გადახრები არ ახასიათებს და სექსშიც ისეთივე ჯანსაღია - როგორც მწვანე მოედანზე. მოდი ახლა და გაიგე მართალ-მტყუანი...