ვენგერი:

ვენგერი: "არ მინდა "ლივერპულმა" "არსენალის" რეკორდი გააუმჯობესოს

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "ლივერპულს" შეუძლია "მეთოფეთა" რეკორდი გააუმჯობესოს, თუმცა სურს 49-მატჩიანი წაუგებელი სერიის რეკორდი მას დარჩეს.

"შესაძლებელია ეს მოხდეს, თუმცა არ მინდა. რა თქმა უნდა, თუ "მერსისაიდელები" რეკორდს გააუმჯობესებენ ან გაიმეორებენ ნორმალური იქნება. თუ ამას დაიმსახურებენ, ძალიანაც კარგი. "ლივერპული" უკვე განსაკუთრებული გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და ახლა დამსახურებულად არიან პირველ ადგილზე." - ციტირებს beIN Sport-ი ფრანგის სიტყვებს.

"არსენალმა" 2003-04 წლებში 49 მატჩში არ წააგო, "ლივერპულს" კი 43-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.