ბითაძის 4 ქულა და განადგურებული

ბითაძის 4 ქულა და განადგურებული "ინდიანა"

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე "ტორონტოსთან" 127:81 განადგურდა. გოგამ პარკეტზე 9 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. გოგამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას კანადელებმა პირველსავე პერიოდში დიდი უპირატესობა მიიღეს და შემდეგი პერიოდები სხვაობას სულ ზრდიდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა პასკალ სიაკამის ანგარიშზეა. "ინდიანაში 14 ქულით და 11 მოხსნით დომანტას საბონისი გამოირჩა.

"ინდიანა" 33 მოგებით და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში "ინდიანა" შინ "შარლოტ ჰორნეტს" დაუპირისპირდება, მატჩი 26 თებერვალს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.