თუ ზედმეტი ზონის დასაკლებად გსურთ, მაგრამ კუჭის ოპერაციით დაპატარავება ან ფიზიკური ვარჯიში თქვენს გეგმაში არ შედის, ჩვენი დიეტა თქვენთვისაა.
დრო: შეზღუდული არ ხართ.
შედეგი: 5-20 კილო.
აკრძალვა: ფეხმძიმეებისთვის, მეძუძურებისთვის, ქრონიკული დაავადებებების მქონეთათვის.
დიეტის დადებითი მხარე:
არ გაქვთ შიმშილის გრძნობა.
რეგულირდება შაქრის დონე სისხლში.
უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა.
5 სადილის კოვზის 5 მარტივი წესი
ყოველი ჭამის წინ თეფზე დაიდეთ საკვების მხოლოდ 5 კოვზი.
აკონტროლეთ, რომ კვებას შორის შუალედი იყოს 3 საათი.
მენიუ შედგება ნებისმიერი პროდუქტისგან.
გეკრძალებათ გაზიანი სასმელები, სოუსები და მარინადები აგრეთვე ცხარე და მარილიანი საკვები. უშაქრო ჩაი და ყავა შეუზღუდავია.
მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას როგორიცაა: ნახევარფაბრიკატები, ცხიმში შემწვარი საკვები. გამოიყენეთ საკვების მოსამზადებლად გრილი, ორთქლი.
5 სადილის კოვზის სავარაუდო მენიუ
8 საათი - შვრიის ფანტელის ფაფა, კენკრითა და კარაქით, ყავა.
11 საათი - ბანანი, ვაშლი ან პომიდორი.
14 საათი - მოთუშული ხორცი, ან ქათმის მკერდი გრილზე.
17 საათი - ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ან სელის ზეთით.
20 საათი - ხაჭოს ულუფა.
23 საათი - მაწონი ან კეფირი.
წყალი სურვილის მიხედვით უნდა სვათ. თუ ტკბილეულზე უარს ვერ ამბობთ, მიირთვით დღის პირველ ნახევარში რომელიმე საკვების ნაცვლად.