კირკ დუგლასის ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
ამერიკელმა მსახიობმა თითქმის 80 მილიონი დოლარი თავის საქველმოქმედო ფონდს დაუტოვა, რომლის ბენეფიციარები კირკ და ანა დუგლასების საბავშვო ცენტრი, კალვერ-სიტიში კირკ დუგლასის სახელობის თეატრი და ლოს-ანჯელესში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო არიან.
გარდა ამისა, მსახიობის ქონების ნაწილი ნიუ-იორკში მდებარე წმინდა ლავრენტის სახელობის უნივერსიტეტში გადაირიცხება: თანხა ხელმოკლე სტუდენტებს მოხმარდება.
ანდერძის თანახად, კირკ დუგლასმა შვილებს მაიკლ, ჯოელ და პიტერ დუგლასებს არაფერი დაუტოვა. მსახიობი 6 თებერვალს გარდაიცვალა. ის 103 წლისა იყო.